შვილები კი არ გვიყვარს, ჩვენი თავი გვიყვარს.

–        რაზე ვგიჟდები იცი?! – მეკითხება საბა.

–        რაზე?

–        იმ დღეს მირეკავს მამაჩემი, ამოდი, ვახო და ბიჭები არიან ცოლებით, ვქეიფობთ და რამეო. ძაან მთხოვა და მივხვდი მაგრად გაუსწორდებოდა თავის ძმაკაცებთან ერთად მეც რო ვყოფილიყავი სახლში სუფრაზე. მთელი ძალები მოვიკრიბე და დავიწყე გამზადება, არადა ისეთი მოწეული ვიყავი მესიკვდილებოდა განძრევა.

ავედი, ზიან ჯიგრები და ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ისვრიან სადღეგრძელოებად. ბევრი რო არ გავაგრძელო, ბედის ირონია იყო თუ რაც იყო, იმ მომენტში შევედი ქართველი დედის სადღეგრძელოს სვამდნენ, განსაკუთრებული აქცენტი იმენა ქართველობაზე კეთდებოდა თორე დედის ფენომენი ისედაც გასაგებია, მაგრამ ამათ თითქოს მხოლოდ დედის ფენომენი არ ყოფნით და იმენა ქართველი დედის კულტს ხოდავდნენ.

მე ვუთხარი, გავხალისდეთ მეგობრებო, გინდათ ვიკამათოთთქო? დავაი რა გინდაო. მეთქი , თქვენს მშობლებს არ ვიცი თუ უყვარხართ ან უყვარდით მაგრამ თვითონ თქვენს თაობას როგორც მშობლებს სიყვარული არ შეუძლიათქო. ავიღე ჭიქა, და მეთქი ამ ჭიქით მინდა ვისურვო რო იქნებ ჩემმა თაობამ შეძლოს და შვილის სიყვარული ისწავლოსთქო.

კამანდა გამოყლევდა როგორო.

მეთქი აი ერთი სიტყვით ან ერთი წინადადებით მითხარით ყველამ რას ინატრებდით თქვენი შვილისთვის, გასაგებია რო არაფერი გენანებათ და ყველაფერი კარგი გინდათ მაგრამ აი ერთი და უმთავრესი რო გქონდეთ ასარჩევი რას უსურვებდით თქვენს შვილსთქო? გაიჩითა ვერსიები, ზოგმა წარმატებასო, დიდხანს სიცოცხლესო, რას ქვია რას ვუსურვებდი, რა თქმა უნდა საუკეთესოსო და ასე შემდეგ, რაღაც აბსტრაქტიკაში გადაიჭრა შეზარხოშებული აუდიტორია. მოიცადეთ, მომისმინეთ რას გეკითხებითთქო და უფრო დაწვრილებით გადავეცი რა მინდოდა. ბოლო-ბოლო უფრო კონკრეტული სურვილებიც გამოვაშვებინე, ზოგმა ლამაზ ოჯახსო, ორ-სამ შვილს მაინცო, ერთმა მაგარი ფეხბურთელი რო გამოვიდესო.

ეგრევე თვალწინ დამიდგა თორმეტი წლის დათუჩა, ბავშვი რაც ვიცნობ მოტოციკლეტებზე აბოდებს და ფეხბურთზე დაყავთ ძალით.

ვეკითხები მამაჩემს, შენ გიოცნებია ფეხბურთელობაზეთქო, მამაჩემმა ხო იცი რო არაო, მართლა არ უყვარს მამაჩემს ფეხბურთი. მერე დედაჩემს ვკითხე შენ გინდა ან გინდოდა შენი შვილი ფეხბურთელი ყოფილიყოთქო? არაო. მეც ჩემი აზრი დავაფიქსირე, მამენტ არც მე არ მინდა დიდად ფეხბურთელი შვილი.

ეხლა ამას ვეკითხები, ხედავ როგორ განვსხვავდებით ადამიანები, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა ფეხბურთი, საკუთარი შვილისთვის პირველი და უპირველესი ეგ გაგახსენდათქო, აგერ ოთახში კიდე ნახევარ ხალხს ფეხბურთი არ გვაინტერესებს, მაშინ რა გარანტიაა რო დათუჩას უყვარდეს ფეხბურთი, იქნებ ეგეც ჩემსავითაათქო.

აქედან ვუხსნი რო თქვენ თქვენი შვილები კი არა თქვენი თავი გიყვართ და მაგას ეძახით შვილის სიყვარულს, შვილს რა უნდა ის არც იცი, შენი თავიდან გამოდიხარ და ეგ გინდა შვილისთვისაც, არადა სხვა ადამიანია ხო? რა იცი, იქნებ არ ევასება ბურთის კენწვლა ბლიად, კაცია და გუნება ხო?

მერე ქალებს მივუბრუნდი, მეთქი დედებო, აი მითხარით, ბავშვს რო საჭმელს უმზადებ, ლოგინში თუ ტახტზე თუ სადაც მიართმევ, მერე დესერტი, მერე ისა, ესა, სიყვარულია აბა რა არის ხო?! უვლი, ზრუნავ, სხვა რა არის სიყვარული აბა? მაგრამ გამახსენდა ჩემი რუსულის მასწავლებლის მოყოლილი ისტორია თავის შვილზე:

თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში შესული. მისი შვილი გივიკო თუ მერაბიკო არ მახსოვს, ზუსტად ესე მზრუნველობაში, მოვლასა და ალერსში, ხელის გულზე გაიზარდა ქართველი ბებია-ბაბუების და ბიძა-მამიდების ხელში.

ეს ქალი რუსი იყო მაინც და ეგრევე დამოზგა ეს ბავშვი უსუსური არ გამეზარდოსო და დანიაში გადაწყვიტა სასწავლებლად გაშვება, რაზეც ტრადიციულმა, ქართულმა ოჯახმა რამის ჯვარზე აცვა და „აი რუსის ჯიში მაინც, შვილს აგდებს“ და ეგეთი ტექსტების მოსმენის და ატანის ხარჯზე ამ მაგარმა ქალმა და მაგარმა დედამ მაინც იბრძოლა და ეს ჩვიდმეტი-თვრამეტი წლის გივიკო გაუშვა დანიაში.

გივიკო, თვრამეტი წლის კაცი, ჩავიდა და პირველივე საღამოს რეკავს დანიიდან: „დედა, ჩაიში შაქარი რამდენი მიყვარს“-ო?

ეს არის შვილის სიყვარული?! რო ჩაგრავ და უსუსურ არსებად აყალიბებ?!

ერთი ნაცნობი ბიჭი მეუბნება ერთხელ, მამაჩემსო, ცხონებულსო, ფული ხო ყოველთვის ჰქონდაო და ისე ვუყვარდიო და ისე ეშინოდა და ზრუნავდაო, რაც თავი მახსოვს მძღოლი მყავდა ბავშვობიდანო და მაგიტო არ ვიცი მანქანის ტარებაო. მეთქი, შეჩემისა, ოცდაათი წლის კაცი ხარ და ტარება არ იცი, ეგ არის გაზრდა და ეგ არის სიყვარული?!

მამობრივი სიყვარული კაკრას ის არ არის რო რაც იცი და რაც გამოცდილება გაქვს, გინდა რო შვილს ასწავლო და გაუზიარო? მე ეგრე მესმის, რავი.

მაგრამ ამ კაცმა შვილის სიყვარული არ იცოდა, თავისი თავი უყვარდა.

მე მყავდა ადრე შეყვარებული და მუდმივად ჩხუბის საგანი იყო ხოლმე მაგის გარეთ გასვლა მეგობრებთან ერთად, ან კლუბში ან ბარში ან სადმე რო მიდიოდა.

ჩხუბის საგანი რა, განა ვუშლიდი, მაგრამ ისეთ სახეს და ხმას მივიღებდი და ისე დავიჯღანებოდი ხოლმე რო ყველანაირ ხალისს ვუკარგავდი და ხასიათში ჩაჯმულს ვუშვებდი „გასართობად“.

მაგრამ ამ შემთხვევაში მე ის კი არ მიყვარდა, ჩემი თავი მიყვარდა. მე რო არ მენერვიულა და მე რო ტკბილად დამეძინა იმიტო იყო ეს თემა ჩხუბის საგანი თორე თუ გიყვარს გაერთოს, გახალისდეს, იყოს ბედნიერი, რატო ატრაკებ ხო?

იგივე პონტია მშობელი რო სადმე წასვლას უშლის ან სახლში ადრე მოდიო ატრაკებს. რეალურად შენ, როგორც მშობელმა, ძილის წინ რო არ ინერვიულო მაგას ემსახურება ეს ახირებაც თორე ბავშვი გარეთ როა რა იცი, დღისითაც მოიწევს ხიფათს და ღამითაც, დღისითაც გააკეთებს თუ რამე ცუდი უნდა და ღამითაც, აძინ ხუი არაა?

სუფრაზე სიჩუმე, გაფართოებული თვალებით მიყურებენ, ეს რა ხოდზეა რას დაგვაცხრა თავზეო.

ვაგრძელებ, მეთქი ადრე ერთი წიგნი წავიკითხე, ერთ-ერთ თავს ერქვა – „მოკალი მამაშენი“. ავტორი წერს რო, სადღაც ორმოცდაათი წლის რო ვიყავი, გარდამეცვალა მამაო.

ტირილი, წუხილი, იქითური, აქეთური რა თქმა უნდა და ცოტა ხანში ნელ-ნელა საერთოდ სხვა ადამიანი გავხდი და სხვა ადამიანად ჩამოვყალიბდიო, ამბობს ორმოცდაათი წლის კაცი. რატომ? მომეხსნა ფსიქოლოგიური წნეხიო, მთელი ცხოვრება გინდა-არ გინდა ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯზე სულ იმას ვფიქრობდი მამაჩემი რას იტყვის, რას იფიქრებს, იქნებ არ ესიამოვნოს, არ ეწყინოს. ესე გაატარა ტიპმა ნახევარი საუკუნე და ნახევარზე მეტი ცხოვრება.

აი ჩვენ, ჩვეულებრივი ხალხი, კიდევ ვერც ვხვდებით რამხელა მნიშვნელობა აქვს მშობლის ფაქტორს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, ფსიქოლოგებმა ალბათ უკეთესად იციან. ჩვენ კი მაქსიმუმ ის ვიცით რო რა თქმა უნდა შვილზე ფიზიკურად შეხება არ შეიძლება და ამის იქით ვეღარ მივდივართ, არადა მშობლის სიტყვას, თუნდაც არადაჟინებულს და თუნდაც არანაძალადევს იმხელა ძალა აქვს, მთელი ცხოვრება თან დაყვება ადამიანს, თუ გინდა ორმოცდაათი წლის იყოს და თუ გინდა თვითონაც მშობელი იყოს.

მე, პირადად, ცხოვრებაში მქონდა პერიოდი როცა გოგოდან გოგოზე გადავდიოდი და ბანალურად რო ვთქვათ, ნასკებივით ვიცვლიდი, იმიტო რო დიდხანს ვერავისთან ვერ ვჩერდებოდი. გაიჩითებოდა თითქოს იდეალური გოგო, ჩემი სტანდარტებით რა თქმა უნდა, მე რო მაკმაყოფილებდა ისეთი მაგრამ აი თითქოს მაინც, მაინც რაღაც ნიტო იყო, თითქოს რაღაც აკლდა და ძგაფ, ნახუი ეგრევე, ვიშორებდი თავიდან.

ბოლოს მივხვდი ეგეთ რაღაცას, აი ეს გოგოები ხო მომწონდა და მეიდეალურებოდა და ყველანაირად მაკმაყოფილებდა, მაგრამ აი აქ, კეფაზე, ყურის უკან (თავზე ვიდებ ხელს), ყოველთვის როცა ნებისმიერი გოგოს წინ ვდგავარ, აი ამ ადგილზე, წარმოსახვითად მაზის დედაჩემი და ყურში ჩამჩურჩულებს რო ეს გოგო საჩემო არაა, ჩემი შესაფერისი არაა და ა.შ.

ესე მერღვევა იდილია იდეალურ ურთიერთობებში იდეალურ გოგოებთან.

უბედური ვარ.

რატო? იმიტო რო დედაჩემს ის კი არ აინტერესებს მე ვიყო ბედნიერი, არა მას თავისი ეგო აბრმავებს, როცა რძლებზე მიდგება საქმე, ის კი არ აინტერესებს იმ რძლებმა შვილები გაუბედნიერონ და სიხარული აჩუქონ, არა, ეგრევე თავდაცვით პოზიციაში დგება და ფიქრობს მისი რეპუტაცია არ შეილახოს, არ შერცხვეს, ვინმემ არ თქვას რა რძალი მოიყვანა ბიჭმა რა არისო.

ენა გამიშრა და ესენი უხმოდ მისმენენ, დედაჩემს ცრემლი მოადგა, მე ხოდზე ვარ და ვაგრძელებ: მეთქი ეხლა ერთი პროვოკაციული შეკითხვა უნდა დაგისვათ და არ მიწყინოთთქო. აი ბიჭები ვისაც გყავთ, თქვენს გულებში ჩაიხედეთ და გაიფიქრეთ, თქვენს შვილს რო ბიჭები მოსწონდეს რა გრძნობა დაგეუფლებოდათთქო.

გავლახავდი, დავუშლიდი, გამოვასწორებდი და ყლებაზარი არ მინდა ოღონდ, თუ გინდა არც მიპასუხოთ, ისე გაიფიქრეთ უბრალოდ, წარმოიდგინეთ. რას გრძნობთ? შენელდა, შემცირდა თქვენი სიყვარული? იქნებ რაღაც მომენტში სიძულვილიც იგრძენით (?!) რანაირად კაცო, შვილის მიმართ სიძულვილი?!

იმიტო რო ჩვენ ჩვენი შვილები კი არ გვიყვარს, ჩვენი თავი გვიყვარს.

ბიჭებზე ღმერთმა დამიფარა, არ გამიხედია, მაგრამ რაღაც გადახრა მეც მაქვს – დაბალი ქალები მომწონს, არადა რა კაი ტიპი ვარ, ჭკვიანი, სიმპატიური და პერსპექტიული, ეს დაჟე მე მგონია ესე სკრომნად თორე დედაჩემს კიდე ასი ამდენით უკეთესი ვგონივარ, შესაბამისად ჩემს გვერდით მხოლოდ საუკეთესო წარმოუდგენია. საუკეთესო ანუ გარეგნობით რა, მე კიდე ყლეზე მკიდია რავი, სხვა რაღაცეებს ვეძებ გოგოში, თან იმენა ძაან დაბალი და გვაჯი გოგოები მიზიდავს და შემეცი.

ხოდა სულ დაძაბული ვარ მთელი ცხოვრება, თუ ვინმესთან გამიტკბა ცოტა ხანი ერთად ყოფნა და ყველაფერი კარგად მიდის, მაქსიმალურად ვცდილობ დედაჩემს დავუმალო რო შეყვარებული მყავს, არადა პირველი დედაჩემს მინდა ხოლმე რო ვახარო რა მაგარი ბიჭი ვარ და რა გოგო მყავს გვერდით, მაგრამ ჩემი გოგოს გარეგნობა დედაჩემს ურტყავს რეპუტაციაზე და ეგოს პონტში აუბედურებს.

არადა რა პარადოქსია, შვილს და დედას როგორ შეიძლება ერთიდაიგივე რაღაც, ერთს აბედნიერებდეს და მეორეს აუბედურებდეს, ბოლო-ბოლო ერთნი არ ვართ? ოდესღაც ხო ერთი ხორცი ვიყავით.

მოკლედ, ესენი მისმენენ გულისყურით და მეც მუღამი მომეცა და ვუბერავ, თან კიდე დაბოლილი ვარ და ხოდზე ვარ, არადა ჩემებს ალბათ ცხოვრებაში არ წარმოუდგენიათ თუ ერთხელ მაინც მოსაწევი გასინჯული მექნება, რატო? იმიტო რო არ მიცნობენ.

რატო არ ვიცნობთ ჩვენს შვილებს? იმიტო რო ჩვენ ჩვენი თავი გვიყვარს და ჩვენს შვილებსაც ისეთებს ვიცნობთ როგორებიც ჩვენ გვინდა რო იყვნენ. შვილებსაც, თავის მხრივ ეშინიათ ალბათ გაააცნონ თავისი თავი, ვაიდა არ მიიიღონ და არ მოეწონოთ ისეთი როგორიც მართლა არიან.

ამდენ ხანში, ის ჭიქა გადავკარი და მართლა ძმაკაცებმა დამირეკეს გამო სად ხარ ამდენი ხანიო და გასაქცევი გავხდი, ამ ყბა-ჩამოვარდნილ სუფრას ერთი თხოვნა დავუბარე, თუ ოდნავ გიყვარვართ იქეიფეთ, იმხიარულეთ და რო დაიშლებით წამით მაინც დაფიქრდით რეები ვიბოდიალე, იქნებ მთლად გარეკილიც არ მაქვსთქო.

საბამ დაამთავრა და გამომხედა, რა უნდა უპასუხო ესეთ დროს? წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა პასუხს არც აქვს მნიშვნელობა, ძმაკაცების ერთად დაბოლება თერაპიაა, ლიჟბი ვინმე იყოს ოთახში და სუნთქავდეს, შენ შენთვის მიწვები და რაც გულზე გაწევს მოყვები, როგორც ფსიქოლოგთან, მეორე მხარის ჩართულობას მეორადი როლი აქვს, მთავარია შენ შენი სათქმელი ამოთქვა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s